Belive

ანჩელოტი - იბრა და რონალდუ უკვდავები არიან

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ევერტონის" მთავარი მწვრთნელის - კარლო ანჩელოტის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ იბრაჰიმოვიჩი ისევე, როგორც კრიშტიანუ რონალდუ "უკვდავია" - "მილანს" წარმატების მისაღწევად მაინც რაღაც აკლია. "კლუბი შესანიშნავად ასპარეზობს, მაგრამ "იუვენტუსისა" და "ინტერის" დონემდე მისასვლელად, "მილანს" ჯერ კიდევ რაღაც აკლია. როდესაც იბრაჰიმოვიჩი აშშ-ში წავიდა, ვიფიქრე რომ ეს მისი კარიერის დასასრული იყო - საპირისპიროდ, იბრას ყოველ მატჩში გაჰქონდა გოლები. ახლა კვლავ იტალიაშია და ამჯერადაც ყოველ მატჩში გოლს იტანს. იბრა და კრიშტიანუ რონალდუ უკვდავები არიან. ისინი უბრალოდ არ თამაშობენ - ისინი ყოველ შეხვედრაში გოლს იტანენ", - აღნიშნა კარლო ანჩელოტიმ.

სხვა სტატიები