Belive

ანჩელოტი: ,,ლივერპულს კარგად ვიცნობ, ისინი კი მე და რეალს გვიცნობენ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ლივერპულთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ლივერპულს კარგად ვიცნობ, ისინი კი მე და რეალს გვიცნობენ. არანაირი საიდუმლო არ იქნება. ვეცდებით კარგად მოვემზადოთ და მატჩს მაქსიმალურად მშვიდად შევხვდეთ. ტრავმის თავიდან ასაცილებლად ფეხბურთელებს არ დავასვენებთ, თუ კონკურენციის სულისკვეთება დაიკარგება, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარგად ვერ ვითამაშებთ. საჭიროა, რომ მოთამაშეები საუკეთესო ფორმაში იყვნენ,'' - ანჩელოტის სიტყვებს Marca ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,ლივერპული” და მადრიდის ,,რეალს” დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

სხვა სტატიები