Belive

ანჩელოტი: "ფერგიუსონმა 2013 წელს მანჩესტერის გაწვრთნა შემომთავაზა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2013 წელს სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და კარიერის დასრულებაც გადაწყვიტა. ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი "წითელი ეშმაკების" მომდევნო მწვრთნელად დანიშვნის თაობაზე კარლო ანჩელოტის ესაუბრა. თავის მხრივ, 61 წლის იტალიელი "პსჟ"-დან ახალი წამოსული იყო, თუმცა ფერგიუსონს შემოთავაზებაზე უარი "რეალის" გამო უთხრა.
"პასუხი ჩემგან გაინტერესებთ? შემიძლია ვთქვა, რომ ფერგიუსონთან ისევ ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. როდესაც მან კარიერა დაასრულა, ერთმანეთს შევხვდით. თუმცა, მაშინ "რეალთან" ახლოს ვიყავი და ვაფასებ იმას, რომ სერ ალექსი მესაუბრა. სულ ესაა, "იუნაიტედის" გაწვრთნის სხვა შესაძლებლობა არ მქონია," - ამბობს ანჩელოტი.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ზაფხულში ანჩელოტი "ბლანკოსის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, 2 წლიანი მუშაობის დროს კი იტალიელმა ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთისა და UEFA-ს სუპერთასის მოგება მოახერხა.