Belive

ანჩელოტი შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უახლოეს საათებში კარლო ანჩელოტი "ევერტონს" ჩაიბარებს. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია გუშინ Sky Sports-მა გამოაქვეყნა. გამოცემის იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ამბობს, რომ შეთანხმების გაოფიციალურებამდე ანჩელოტიმ "ნაპოლისთან" პირადი დეტალები უნდა მოაგვაროს. როგორც ცნობილია, კარლო, "ევერტონის" ჩაბარების შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. 60 წლის სპეციალისტი მერსესაიდელებისთვის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის 2.5 მილიონს, ხელფასის სახით კი, წელიწადში - 11.5 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვა სტატიები