Belive

ანჩელოტი: "სწრაფი ფეხბურთელი რომ მდომოდა, ხამესს კი არა უსაინ ბოლტს დავიმატებდი" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრემიერლიგის ახალ სეზონში "ტოტენჰემთან" გამარჯვების შემდეგ, გუნდის ახალწვეულის ხამეს როდრიგესის შესახებ ისაუბრა. "ხამესი არ არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი, მაგრამ მას აქვს ბევრი დადებითი თვისება. ის არ არის გარემარბი, მაგრამ მას შეუძლია სიღრმიდან თამაში, ბურთის მიღება და ძალიან საშიშია მეტოქეებისთვის. მე არ მაინტერესებს მისი ფიზიკური მდგომარეობა. ეს რომ მაინტერესებდეს, უსეინ ბოლტთან გავაფორმებდი კონტრაქტს და არა ხამესთან", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა კოლუმბიელი ნახევარმცველის შესახებ. 29 წლის სამხრეთამერიკელი "კანფეტებს", რამდენიმე დღის წინ შეუერთდა, "სამეფო კლუბში" ასპარეზობის პერიოდში კი სხვა ტიტულებთან ერთად, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები