Belive

ანჩელოტი: ,,გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ, შესაძლოა, საკმარისი არც ეს აღმოჩნდეს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის, თქმით, ფინალში გამარჯვებას ის გუნდი შეძლებს, რომელიც საკუთარ თვისებებს ბოლომდე გამოავლენს:
,,ფინალში გასვლამდე დიდი გზა გავიარეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ და ახლა რაღაც განსაკუთრებულის მოგებასთან ძალიან ახლოს ვართ. გამარჯვება გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა, შეიძლება, საკმარისი არც ეს აღმოჩნდეს. ლივერპული ეცდება, საკუთარი ფეხბურთი ითამაშოს, მათ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. საკუთარ თვისებებს ვინც ბოლომდე გამოავლენს, ის მოიგებს. ჩვენს გუნდში ვეტერანები ახალგაზრდებს ასეთი მატჩებისთვის შესაფერისი განწყობის შექმნაში ეხმარებიან. ფინალებთან კარგი მოგონენები მაკავშირებს. 2005 წელს ლივერპულთან წავაგე და პარადოქსია, რომ ეს ჩემი გუნდის საუკეთესო თამაში იყო. მატჩისთვის კარგად მოსამზადებლად საკმარისი დრო გვქონდა და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ,'' - ანჩელოტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მადრიდის ,,რეალი'' ,,ლივერპულს''  დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

სხვა სტატიები