Belive

ანჩელოტიმ დაასახელა ნაკრები, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე უქომაგებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კანადის ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს:
,,მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე კანადის ნაკრებისკენ ვიქნები. მათ მუნდიალზე დიდი ხანია არ უთამაშიათ. გარდა ამისა, ეს ჩემი მეორე სახლია. კანადის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი აბრუცოდანაა (რეგიონი სამხრეთ იტალიაში), ასე რომ, იტალიაში ყველა კანადას ქომაგობს,'' - ანჩელოტის სიტყვებს Rai Sport-ი ციტირებს.
კანადის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 1986 წლის შემდეგ პირველად მოხვდა. ჩრდილოეთ ამერიკელები მუნდიალზე F ჯგუფში ბელგიის, მაროკოსა და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ.

სხვა სტატიები