Belive

ანჩელოტის ატლეტიკოს ფეხბურთელი სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ევერტონმა" ტომას ლემარის გადაბირების თაობაზე, მადრიდის "ატლეტიკოსთან" ოფიციალური სახის მოლაპარაკებები დაიწყო. ფრანგული წყაროს ინფორმაციით, ბრიტანელებმა "როხიბლანკოს" ოფიციალური თხოვნის წერილი გაუგზავნეს და მათ მიერ გათვალისწინებული თანხის ოდენობა აცნობეს. არ არის გამორიცხული, რომ "მეზეწრეებმა" ფრანგი ფეხბურთელის გაყიდვაზეც იფიქრონ, თუმცა პირველი პრიორიტეტი მისი განათხოვრება იქნება. 24 წლის ვინგერი ესპანელებმა 2018 წლის ზაფხულში, 70 მილიონ ევროდ შეიძინეს, თუმცა ფეხბურთელმა მასზე გაცემული ავანსები ჯერჯერობით, ნამდვილად ვერ გაამართლა. ლემარმა წინა სეზონი ისე დაასრულა, რომ 29 მატჩში მისი ერთადერთი აქტივობა 2 ყვითელი ბარათის მიღება იყო.

სხვა სტატიები