Belive

ანჩელოტის და ევერტონის ამბიციური პროექტი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ევერტონში" ახალი პროექტი იწყება. "კანფეტების" ხელმძღვანელთა მიზანია, რომ უახლოესი სეზონებიდან, ლივერპულური გუნდი სულ მცირე ოთხეულის პრეტენდენტი გახდეს და ტიტულებსაც გამოჰკრას ხელი. პირველი ნაბიჯი ამ დიდი საქმისკენ გამოცდილი კარლო ანჩელიტის დანიშვნაა. იტალიელ სპეციალისტს გუნდის შემადგენლობის საგრძნობი გაძლიერება სურს და ამაზე ზაფხულში იზრუნებს. გუნდის ორი მთავარი სამიზნე პაპა კარლოსთან ერთად უკვე წარმატებულად ნამუშევარი გარეთ ბეილი და ხამეს როდრიგესი იქნება. თანაც, უდიდესია ალბათობა იმისა, რომ როგორც უელსელი, ისე კოლუმბიელი შემტევისთვის ეს მადრიდის "რეალში" უკანასკნელი სეზონი იქნება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც, ბეილის ტრანსფერს ხელს შეუწყობს, ფეხბურთელის ხელფასის გაორმაგება და ხანგრძლივი კონტრაქტი იქნება, რომელსაც უელსელს "ევერტონის" ხელმძღვანელობა შესთავაზებს.

სხვა სტატიები