Belive

ანჩელოტის ევერტონში ემრე ჯანის ხილვა სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"Gazzetta-ზე" დაყრდნობით ვიგებთ, რომ იტალიელ სპეციალისტს საკუთარ გუნდში ემრე ჯანის ხილვა სურს. ემრე ამჟამად "იუვენტუსის" ფეხბურთელია, სადაც ხშირად თამაშის საშუალება არ ეძლევა. "ევერტონის" ბოსებს სჯერათ კარლო ანჩელოტის და სრულ ნდობას უცხადებენ. აქედან გამომდინარე ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ რეალურია. ემრე ჯანი "ევერტონის" ნახევარდაცვას საკმაოდ გააძლიერებს. ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ სულ ცოტა ხნის წინ თურქი ფესვების მქონე გერმანელმა განაცხადა, რომ ტურინში თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს.

სხვა სტატიები