Belive

ანდერ ერერა: "გუნდის ჩავარდნა ფეხბურთელების ბრალი იყო და არა მოურინიოსი"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ საინტერესო განცხადება გააკეთა. ესპანელმა ფეხბურთელმა გუნდის ჩავარდნაში არა მაშინდელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, არამედ ფეხბურთელები დაადანაშაულა. ერერას თქმით, კლუბის წარუმატებლობაში 75 პროცენტი ფეხბურთელების ბრალია.
"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა. როდესაც გუნდს ცუდი სეზონი აქვს, ამ შემთხვევაში 75 პროცენტი ფეხბურთელის ბრალია, ხოლო დარჩენილი 25 მწვრთნელის. ძალიან მარტივია ყველაფრის ერთ ადამიანზე გადაბრალება, თუმცა ბევრი რამ ჩვენი ბრალია. ბევრი რამ გავაკეთეთ კარგი, თუმცა ეს ისეთი კლუბისთვის, როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია საკმარისი არ არის" - განაცხადა ერერამ
ანდერ ერერა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2014 წლიდან თამაშობს. "წითელი ეშმაკების" მაისურით 189 მატჩი ჩაატარა და 20 ბურთი გაიტანა. სეზონის ბოლოს ის გუნდს დატოვებს.

ასევე იხილეთ: “მადლობა 5 შესანიშნავი წლისთვის” – ანდერ ერერამ მანჩესტერი დატოვა! (ვიდეო)

სხვა სტატიები