ანდერ ერერას მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის მიზეზი ცნობილია

295
ნახვა

ესპანელმა ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა და “პსჟ”-ში გადავიდა.

ერერამ პრემიერ ლიგის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი მიზეზი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერია.

“არ მიყვარს წარსულზე ლაპარაკი, მაგრამ ჩემი დუნდიდან წასვლის მთავარი მიზეზი სოლსკიაერია. ჩვენ განსხვავებული ხედვები და იდეები გვაქვს. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს და გულშემატკივრებს. მადლობა სოლსკიაერსაც, რომელიც ცდილობდა ჩემს დატოვებას, მაგრამ მე პარიზში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე” – განაცხადა ერერამ.

ესპანელმა ფეხბურთელმა მისი ყოფილი თანაგუნდელისა და თანამემამულის, დავიდ დე ხეას “პსჟ”-ში შესაძლო ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი.

“დავიდი ჩემი ახლო მეგობარია, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ჩემთვის ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, თუმცა პსჟ-ს კარგი მეკარეები ჰყავს და არვიცი დე ხეა გადმოვა თუ არა”.

ერერამ ახალ თანაგუნდელზე, კილიან მბაპეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის მალე მესისა და რონალდუს დონეზე ითამაშებს. მას აქვს ყველაფერი, რომ იყოს საუკეთესო.

(295)

ანდერ ერერას მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის მიზეზი ცნობილია

სტატიის ავტორი
-