Belive

ანდერლეხტი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კლუბის მიერ ნაჩვენები ნეგატიური შედეგის გამო, "ანდერლეხტის" ოფიციალურმა პირებმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს. ჰაინ ვანჰაეზებრუკის გუნდმა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევა ვერ შეძლო. ამასთანავე, "ანდერლეხტს" ბელგიის ჩემპიონატში თვეზე მეტია არ მოუგია. "ბელგიის ჩემპიონატში სათანადო რაოდენობის ქულების დაგროვება ვერ შევძელით. ბელგიის თასიდან და ევროპა ლიგიდანაც გამოვვარდით. ამ ყველაფრის გაგრძელება შეუძლებელი იყო და ზომები უნდა მიგვეღო", - აღნიშნა "ანდერლეხტის" სპორტულმა დირექტორმა.

სხვა სტატიები