Belive

ანდორამ ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ანდორის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა - მეშვიდე ტურში მათ მოლდოვას (1:0) აჯობეს. გამარჯვების გოლი მატჩის 63-ე წუთზე მარ უოლესამ გაიტანა. აქამდე, ანდორას 57-მატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა, ახლა კი 20 წლის შემდეგ, პირველი 3 ქულა მოიპოვა და H ჯგუფში მეხუთე ადგილზე განთავსდა. შეგახსენებთ, ანდორა უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქე გახლდათ. "ჯვაროსნებმა" მეტოქეს შინ 3:0 მოუგეს, სტუმრად კი ფრე - 1:1 ეთამაშეს.  

სხვა სტატიები