Belive

ანდორას ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ანდორას ნაკრების მწვრთნელმა - კოლდო ალვარესმა, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ნაკრები უძლური იყო და ვერაფერს მოთხოვდა მის ფეხბურთელებს, რადგან საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერია. კოლდო ალვარესი: "საქართველოს ნაკრები ძალიან კარგად ასპარეზობს ერთა ლიგაზე და მიმაჩნია, რომ ისინი ერთა ლიგის ერთ-ერთი ლიდერები არიან. მგონია, რომ თუ ასე განაგრძო პროგრესი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ნაკრებმა, ისინი მოახერხებენ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს." ანდორის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა  კითხვა დაუსვა, კიდევ თვლიდა თუ არა იგი, რომ ყაზახეთის ნაკრები გაცილების ძლიერია ვიდრე საქართველო. კოლდო ალვარესის კომენტარი ამ კითხვაზე შემდეგია: "მე არ მითქვამს მსგავსი რამ, ალბათ არასწორად თარგმნეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია."

სხვა სტატიები