Belive

ანდრე გომეში საავადმყოფოდან გაწერეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
BBC-ის ინფორმაციით, "ევერტონის" და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრე გომეშმა საავადმყოფო დატოვა. 26 წლის ფეხბურთელმა "ტოტენჰემთან" მატჩისას ფეხი მოიტეხა და საფეხბურთო მოედნიდან პირდაპირ საოპერაციო მაგიდაზე მოხვდა. როგორც ირკვევა, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, ფეხბურთელი უკვე სახლშია და მკურნალობას აგრძელებს. თავდაპირველად, მარტინ ატკინსონმა სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი უხეში თამაშის გამო მოედნიდან გააძევა, თუმცა მისი ემოციური განცდების გამო, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ "დეზების" აპელაცია დააკმაყოფილა და მას როგორც წითელი ბარათი ისე დისკვალიფიკაცია გაუუქმა. ანდრე გომეშის აღდგენითი პროცესის დასრულების და მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დრო ჯერჯერობით უცნობია.

სხვა სტატიები