Belive

ანდრე გომეშის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ევერტონის" 26 წლის ნახევარმცველმა, ანდრე გომეშმა გუშინ "ტოტენჰემთან" მატჩისას ფეხი მოიტეხა. უმძიმესი ტრავმის მიღებიდან მე-2 დღეს ცნობილი გახდა,  რომ პორტუგალიელი ნახევარმცველის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. "ევერტონის" ოფიციალური გვერდის თანახმად, გომეში რამდენიმე დღეს საავადმყოფოში გაატარებს. ანდრე ინგლისური გუნდის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

სხვა სტატიები