Belive

ანდრე ონანა ავარიაში მოყვა - სერიოზულად არავინ დაშავებულა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"აიაქსის" მეკარე, ანდრე ონანა ავტოავარიაში მოყვა - შემთხვევა კამერუნში მოხდა. 25 წლის ფეხბურთელი დედაქალაქ იაუნდეში, ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე მიდიოდა, რა დროსაც მეორე ავტომობილს შეეჯახა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ონანას ავტომობილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. საბედნიეროდ, ავტოსაგზაო შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

სხვა სტატიები