Belive

ანდრე შურლე ჯანო ანანიძის გუნდელია!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიან უცხოურ მედიაგამოცემებზე დაყრდნობით ანდრე შურლე მომდევნო სეზონშიც პრემიერ ლიგაში ითამაშებს, ოღონდ ამჯერად უკვე არა ინგლისის, არამედ რუსეთის - ის მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას დაიცავს. შურლე "დორტმუნდის" ფეხბურთელია, მას "ლევერკუზენის", "ჩელსის", "ვოლფსბურგისა" და "ფელჰემის" შემადგენლობაში აქვს ნათამაშები, გასულ სეზონში ის სწორედ "ფულჰემის" ღირსებას იცავდა, სადაც 6 გოლის გატანაც მოახერხა. შურლე "სპარტაკს" იჯარის წესით 1 წლის ვადით შუერთდა, მოსკოველებს აღნიშნული 1 მილიონი ევრო დაუჯდათ. შეგახსენებთ, რომ ანდრე შურლე მსოფლიოს ჩემპიონია, სწორედ მან მისცა საგოლე პასი გიოტცეს გადამწყვეტი გოლის გატანისას.

სხვა სტატიები