Belive

ანდრე შურლე ჯანო ანანიძის თანაგუნდელი გახდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის ბორუსიას გარემარბი ანდრე შურლე რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვის სპარტაკში გააგრძელებს კარიერას. გავლენიანი რუსული გამოცემები იტყობიანებიან, რომ გერმანელი შემტევი მოსკოვის "სპარტაკში" მომავალი სეზონიდან არენდის წესით იასპარეზებს, რომელიც თავის მხრივ 8 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებასაც მოიცავს. 2018/19 წლების სეზონი შურლემ "ფულემში" გაატარა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა და ზაფხულში "ბორუსიაში" დაბრუნდა. მას სურს გერმანიაში დარჩენა, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა ის არ შედის, მთავარი მწვრთნელის, ლუსიენ ფავრის გეგმებში. 28 წლის შემტევი დორტმუნდში 2016 წელს სარეკორდო 30 მილიონ ევროდ გადავიდა და 51 თამაშის ჩატარება შეძლო. მასზე დიდი იმედები იყო გაცემული, თუმცა ხშირმა ტრავმიანობამ და უფორმობამ მას საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება არ მისცა.

სხვა სტატიები