Belive

ანდრეა ანიელის და იუვენტუსის 14 ყოფილ ხელმძღვანელს პატიმრობა ემუქრება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის "იუვენტუსის" გარშემო დიდი ცვლილებები მიმდინარეობს. კლუბი 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ანდრეა ანიელიმ და მისი აღმასრულებელთა გუნდის წევრებმა დატოვეს.

თუმცა, ანდრეა ანიელისთვის დაკავებული პოზიციის დატოვება ერთადერთი დანაკარგი შესაძლოა არ აღმოჩნდეს, იტალიელ მენეჯერს უფრო სერიოზული პრობლემებიც აქვს.

​საქმე ისაა, რომ ანდრეა ანიელის პატიმრობა ემუქრება. უფრო კონკრეტულად, როგორც ავტორიტეტული იტალიური მედია-საშუალება la Gazzetta dello Sport იტყობინება, "ბიანკონერის" ყოფილ პრეზიდენტს უახლოეს მომავალში ოფიციალურ ბრალდებას წაუყენებენ.

მეტიც, ტურინის პროკურატურამ უკვე მოამზადა ანდრეა ანიელის დაკავების ორდერი. იგივე ეხება დანარჩენ 14 ადამიანსაც, რომლებიც კლუბის დირექტორთა საბჭოში მუშაობდნენ ანიელის ეპოქაში. საუბარია ფაბიო პარატიჩიზეც, რომელიც "იუვეს" სპორტული დირექტორი 2021 წლის ზაფხულამდე იყო, რის შემდეგაც ინგლისურ "ტოტენჰემში" გადავიდა.

გამოძიების მიზეზად "ზებრების" ყოფილი მენეჯერების მხრიდან ფინანსური თაღლითობა და ინფორმაციის გაყალბება სახელდება.

46 წლის მენეჯერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მეორე დღესვე ცნობილი გახდა მისი შემცვლელის ვინაობა, რომელიც ჯანლუკა ფერერო გახლავთ.

სხვა სტატიები