Belive

ანდრეა ბელოტიმ რომასთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ანდრეა ბელოტი კარიერას ,,რომაში'' გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბთან ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა. ბელოტი ,,ჯალოროსისთან'' 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება წელიწადში 3 მილიონი ევრო იქნება.

ფორვარდის გადაბირებით ,,ვულვზი'' და ,,გალათასარაიც'' ინტერესდებოდნენ.

გასულ სეზონში ბელოტიმ ,,ტორინოს'' მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. თავდამსხმელი ახლა თავისუფალი აგენტია.

სხვა სტატიები