Belive

ანდრეა ბელოტის დამატება სამ პრემიერლიგურ კლუბს სურს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უამრავი წელია, რაც ბელოტი სერია ა-ში საკმაოდ კარგად ასპარეზობს და ძლიერ შემტევად ჩამოყალიბდა. ანდრეა უკვე წლებია, რაც რობერტო მანჩინის ფორმაციის ნაკრების რეგულარული წევრია. მას "ტორინოსთან" კონტრაქტი გასულ სეზონში ამოეწურა და ახლა კლუბის გარეშეა. იტალიელი ფორვარდის დამატებით სამი ინგლისური კლუბია დაინტერესებული. Sun-ის ინფორმაციით, "ნიუკასლ იუნაიტედს", "ევერტონსა" და "ვესტ ჰემს" მისი შეძენის შანსი აქვთ, სამივე კლუბს ამ ზაფხულსვე სურს ფეხბურთელის დამატება. "ნიუკასლი" 20 წლის უგო ეკიტიკეს დამატებასთან ახლოს იყო, თუმცა ფრანგმა საბოლოოდ "პსჟში" თამაში არჩია. ასე, რომ ედი ჰაუსთვის ბელოტი კარგი ვარიანტია. მათ მსგავსად, "კანფეტებსაც" სჭირდებათ თავდამსხმელი. მერსისაიდელების ბრაზილიელი ფორვარდი რიშარლისონი "ტოტენჰემში" გადავიდა და ახლა მხოლოდ დომინიკ კალვერტ-ლუინის იმედად არიან. ლივერპულური კლუბი წინა სეზონში პრემიერ ლიგიდან გავარდნასთან ახლოს იყო და სწორედ ამიტომ, ფრენკ ლამპარდს ფეხის დაცდენას უფლება არ აქვს. როგორც ჩანს, მათი პრობლემები გრძელდება, რადგან წინასასეზონო შეკრების დროს "მინესოტასთან" 4:0 დამარცხდნენ. რაც შეეხება, "ვესტ ჰემს" - დევიდ მოიესი მიკელ ანტონიოს შემცვლელს ეძებს, რადგან ინგლისელს კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება. ლონდონელებთან არმანდო ბროხასა და ჯანლუკა სკამაკასაც აკავშირებენ.  

სხვა სტატიები