Belive

ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერას იწყებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო სამყაროში მაყურებელსა და გულშემატკივარს არაერთხელ უნახავს ფაქტი, როდესაც შესანიშნავი საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ფეხბურთელები სამწვრთნელო შესაძლებლობების მოსინჯვაზეც არ იძახიან უარს. ზემოთხსენებული შემთხვევა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, ამჯერად საკუთარ შესაძლებლობებს მწვრთნელის ამპლუაში იტალიელი მაესტრო, ანდრეა პირლო მოსინჯავს, რომელიც ტურინის "იუვენტუსის" 23-წლამდელდა გუნდს უთავკაცებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport Italia ადასტურებს, მათი ცნობით პირლო "ბებერი ქალბატონების" 23-წლამდელთა გუნდს მომდევნო სეზონიდან ჩაუდგება სათავეში. 41 წლის იტალიელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში უამრავი ტიტულის მფლობელია. მან საკუთარი კარიერის უდიდესი ნაწილი იტალიურ ფეხბურთს მიუძღვნა, "მილანისა" და "იუვენტუსის" რიგებში ჯამში 565 შეხვედრა ჩაატარა, რა პერიოდშიც 60 გოლის გატანასთან ერთად 109 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ანდრეა პირლომ კარიერის უკანასკნელი წლები ამერიკის ჩემპიონატში (MLS) გაატარა, სადაც "ნიუ იორკ სიტის" ღირსებას იცავდა.

სხვა სტატიები