Belive

ანდრეი შევჩენკო: კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის ბირთვულ კატასტროფას ჰგავს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უკრაინის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა - ანდრეი შევჩენკომ, კორონავირუსის პანდემია, 1986 წელს უკრაინაში მომხდარ ჩერნობილის ბირთულ კატასტროფას შეადარა. ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ბოლო 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფება და როგორც იგი ამბობს, თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას მთავრობის მიერ გაცებული რეკომენდაციები, რათა მსოფლიო სავალალო შედეგის წინაშე არ დადგეს. 43 წლის ფორვარდმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "პირადად მე, 10 დღეა თვითიზოლაციაში ვიმყოფები და მხოლოდ სახლში ვარ, არ გავდივარ გარეთ. ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, გარდა სახლში დარჩენისა და მთავრობის მიერ გაცებული რეკომენდაციების დაცვისა. ეს ყველაფერი ჩერნობილის ბირთვულ კატასტროფას ჰგავს, სწორედ ასეთ ვითარებაში იყო ხალხი 1986 წელს.  ჩემი დიდი სიყვარული იტალიელ ხალხს, მინდა ვისარგებლო მომენტით და მათ ვუთხრა, რომ მე მათ გვერდით ვარ და ამ ყველაფერს ძალიან მალე, ერთად დავძლევთ."  შეგახსენებთ, რომ ანდრეი შევჩენკო იტალიურ გრანდში - "მილანში" თამაშობდა. სწორედ იტალიაშია უმძიმესი სიტუაცია, სადაც ამ წუთის მონაცემებით კოვიდ 19-ით 92,472 ადამიანი არის ინფიცირებული, 10,023 ადამიანი კი გარდაცვლილი. რაც შეეხება მის სამშობლოს, უკრაინაში კორონავირუსით 356 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს 9-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

 

სხვა სტატიები