Belive

ანდრეს ესკობარის ისტორია - ადამიანი, რომელიც ავტოგოლის გამო დაცხრილეს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
1994 წლის 2 ივლისს, კოლუმბიელ ანდრეს ესკობარს მედელინში 6-ჯერ ესროლეს - მიზეზი ის გახლდათ, რომ ესკობარმა მსოფლიო ჩემპიონატზე ავტოგოლი გაიტანა, რის გამოც, მისი გუნდი ჩემპიონატს გამოეთიშა. 1994 წელს, ტურნირის მასპინძელ აშშ-ის ნაკრებთან თამაშისას, ესკობარმა ბურთი შემთხვევით საკუთარ კარში ჩაჭრა. "ცხოვრება აქ არ მთავრდება," - განაცხადა მან თამაშის დასრულების შემდეგ. კოლუმბიის ნაკრების კაპიტანი ვერც წარმოიდგენდა, რომ ავტოგოლი სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა. ანდრეს ესკობარს, მისი თვისებებიდან გამომდინარე, "ფეხბურთის ჯენტლმენს" (El Caballero del Fútbol) უწოდებდნენ. 27 წლის ფეხბურთელი იტალიურ "მილანში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა.
andresescobar_latestnewslink

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, კოლუმბია რუმინეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა. სწორედ ამას მოჰყვა საბედისწერო მატჩი აშშ-სთან, რომელიც კოლუმბიამ ანგარიშით 1:2 დათმო. შვეიცარიასთან გამარჯვება (2:0) ჯგუფიდან გასვლისთვის კი საკმარისი არ აღმოჩნდა. 1994 წელს კოლუმბია კორუფციაში და კოკაინის ბიზნესში ჩაძირული ქვეყანა იყო - მედელინს ანდრეს ესკობარის მოგვარე, პაბლო ესკობარის კარტელი აკონტროლებდა. მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვიდან 5 დღის შემდეგ, ანდრეს ესკობარს თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა - ფეხბურთელს 6 ტყვია მოხვდა. თითოეულ გასროლას კი თავდამსხმელების შეძახილი მოჰყვებოდა: "გოლი!" ანდრეს ესკობარი თავდასხმიდან 45 წუთში გარდაიცვალა. 1994 წლის 2 ივლისს, კოლუმბიური ნარკოკარტელის ერთ-ერთი წევრი, უმბერტო კასტრო მუნიოსი დააკავეს, რომელმაც დანაშაული აღიარა - კოლუმბიის სასამართლომ მას თავისუფლების აღკვეთა 43 წლით მიუსაჯა, თუმცა "სამაგალითო საქციელისათვის," მან ციხე 11 წელიწადში დატოვა.

იხილეთ ანდრეს ესკობარის ავტოგოლი


ცნობილია, რომ პაბლო ესკობარს დანაშაულთან კავშირი არ ჰქონდა - კოლუმბიის სასამართლომ ვერ დაამტკიცა, თუმცა მიჩნეულია, რომ ანდრეს ესკობარის მკვლელობა ძმები გალონების შეკვეთილი იყო. გარდაცვლილის მეგობრის, პამელა კასკარდოს მოსაზრებით, კოლუმბიის მთავრობის წევრების მოსყიდვა და მკვლელის დროზე გაცილებით ადრე გათავისუფლება სწორედ ძმებმა გალონებმა შეძლეს. ანდრეს ესკობარის სამოქალაქო პანაშვიდს 120,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. 2002 წელს, მედელინში მისი ძეგლიც დაიდგა.
 

სხვა სტატიები