Belive

ანდრეს ინიესტამ მესისთან დაკავშირებით პელეს უპასუხა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ფეხბურთის მეფემ, პელემ ლიონელ მესი გააკრიტიკა.  ბრაზილიელს სხვადასხვა ფეხბურთელები გამოეხმაურნენ, მათ შორის "ბარსელონას" ყოფილი კაპიტანი, ანდრეს ინიესტაც. "მესი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. მას ყველანაირი რეკორდი დამხობილი აქვს. ლეოს შეუძლია თავით, მარცხენა და მარჯვენა ფეხით თამაში. რასაც ლეო მესი აკეთებს, ამის გაკეთება შეუძლებელია. არ მინახავს არავინ, ვინც ამას გაიმეორებს. ოქროს ბურთი სამეულში ვერ მოხვედრა ტრაგედია არ არის, თუმცა მესი იმსახურებდა ნომინანტთა შორის ყოფნას. უსამართლობა იქნება თუ ვიტყვით, რომ ოქროს ბურთი მოდრიჩმა დაუმსახურებლად მოიგო. მას ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა" - განაცხადა ანდრეს ინიესტამ.

სხვა სტატიები