Belive

ანხელ დი მარია იუვენტუსში გადასვლას დათანხმდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევი, ანხელ დი მარია, კარიერას ტურინის ,,იუვენტუსში'' გააგრძელებს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მალე ,,ბებერ ქალბატონებთან'' ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. არგენტინელის ანაზღაურება ახალ გუნდში 7 მილიონი ევრო იქნება. რამდენიმე დღის წინ, დი მარიამ განაცხადა, რომ ,,იუვენტუსი'' იტალიის ყველაზე დიდი გუნდია. დი მარიამ გასული სეზონის დასრულების შემდეგ ,,პარი სენ ჟერმენი'' დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. ნახევარმცველმა პარიზულ კლუბში ჩატარებულ ბოლო სეზონში 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები