Belive

ანხელ დი მარია შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ანხელ დი მარია შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს. მისი კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2019 წლის ივნისში იწურება, სწორედ ამიტომ დიდია ალბათობა იმისა, რომ იანვარში ფეხბურთელმა კლუბი შეიცვალოს.  The Sun იუწყება, რომ 30 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველით ლონდონური კლუბები - "არსენალი" და "ჩელსი" ინტერესდებიან. "ბარსელონა", "ინტერი", "ნაპოლი", "ატლეტიკო" - თუ დი მარია პრემიერლიგაში არ გადავა, ეს გახლავთ იმ კლუბების ჩამონათვალი, რომელიც არგენტინელი ფეხბურთელისთვის იბრძოლებს. ანხელ დი მარია ჯერ კიდევ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა "პსჟ"-ში. თავად ფეხბურთელი არსებული ვითარების შესახებ ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს, თუმცა სულ უფრო იმატებს ხმები მისი ტრანსფერის შესახებ.  

სხვა სტატიები