Belive

ანორთოსისის ქართველ ფეხბურთელებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ანორთოსისის" ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, კვიპროსული გუნდის მოთამაშეებს COVID19-ზე ტესტები ჩაუტარდათ. შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისში" საქართველოს ნაკრების 4 ფეხბურთელი: გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობს. აქედან გამომდინარე, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მათი ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, "ანორთოსისის" არცერთ სხვა მოთამაშეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ქართველი ფეხბურთელები ერთა ლიგის ფინალისთვის ნაკრებთან ერთად იქნებიან. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 12 ნოემბერს, 21:00-ზე დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები