Belive

ანორთოსისმა ჩისკო მუნიოსი დაითხოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართული ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობმა კლუბმა, ფამაგუსტის "ანორთოსისმა" ჩვენთვის ასევე კარგად ცნობილი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა.

გუნდმა, რომელშიც ბოლო წლების განმავლობაში არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა თუ მწვრთნელმა იმუშავა, ახლა კი გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე თამაშობენ, ესპანელი ახალგაზრდა სპეციალისტი 13 შეხვედრაში ხელმძღვანელობის შემდეგ დაითხოვა. 42 წლის სპეციალისტმა 4 გამარჯვების მოპოვება მოახრეხა, 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა, ხოლო 7-ში დამარცხდა.

ჩისკომ, რომელიც "დინამო თბილისის" თავკაცი გახლდათ და ორჯერ ეროვნული ლიგის მოგება მოახერხა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შემდეგ ჯერ ინგლისის ჩემპიონშიფის "უოტფორდში" მუშაობდა და პრემიერ ლიგაში აღზევდა, სადაც გუნდს 7 მატჩში უხელმძღვანელა (2 მოგება, 1 ფრე და 4 წაგება), შემდეგ კი ლა ლიგა 2-ში "უესკას" წვრთნიდა (32 მატჩი, 10 მოგება, 12 ფრე და 10 მარცხი).

სხვა სტატიები