Belive

ანორთოსისმა ნიკა კაჭარავასთან კონტრაქტი გაწყვიტა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, ნიკა კაჭარავასა და ფამაგუსტას "ანორთოსისს" შორის კონტრაქტი გაწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კვიპროსული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს და წერს: "ჩვენი გუნდის ფეხბურთელ ნიკა კაჭარავასა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა შედგა. ასევე,
"მოთამაშეს საშუალება მიეცა აეხსნა თავისი პოზიცია კვირას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ფეხბურთელმა აღიარა შეცდომა, სინანული გამოხატა თავისი საქციელის გამო და ბოდიში მოიხადა "ანორთოსის" გარეშემო გამოწვეული შეშფოთებისთვის. მხარეებმა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყვიტეს", - წერს "ანორთოსისის" პრესსამსახური.
საქმე ეხება გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ტრიბუნაზე მჯდომი ნიკა კაჭარავა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიასთან ერთად "აპოელის" თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას გოლს აღნიშნავს, რითაც, "ანორთოსისის" გულშემატკივრები განაწყენებულნი დარჩნენ.

სხვა სტატიები