Belive

ანორთოსისმა ოქრიაშვილის გოლით მოიგო (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა "ანორთოსისმა" "პაფოსთან" - 1:0 მოიგო. გამარჯვების შემოქმედი საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთზე 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. ოქრიაშვილთან ერთად, შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში იყო სამივე ქართველი ლეგიონერი: გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ნიკა კაჭარავამ კი მოედანი 58-ე წუთზე დატოვა. ეროვნული გუნდის კარის დარაჯმა 93-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ორ ტურში ორი გამარჯვებით 6 ქულა მოიპოვა და გათამაშების ლიდერია.

სხვა სტატიები