Belive

ანორთოსისში კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, "ანორთოსისის" ერთ-ერთ წევრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ფამაგუსტური კლუბი ინფიცირებული პიროვნების სახელს და გვარს არ ადასტურებს და ინფორმაცია არც კვიპროსულ მედიაში ვრცელდება, თუმცა, მოგეხსნებათ, რომ "ანორთოსისში" 5 ქართველი ირიცხება: თემურ ქეცბაია, გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი. მიმდინარე სეზონში, 9 ტურის შემდეგ, "ანორთოსისს" 20 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები