Belive

ანრი: "არავინ იცის, სად იქნებოდა არსენალი ობამეიანგის გარეშე" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ყოფილი გუნდის "არსენალის" ამჟამინდელი მდგომარეობის და "მეთოფეთა" მთავარ მწვრთნელად ფრედი ლიუნგბერგის დანიშვნის შესახებ ისაუბრა. "სიტუაციის სწრაფად შეცვლა რთულია. ლიუნგბერგმა "ნორვიჩთან" მატჩამდე მხოლოდ ერთი ვარჯიშის ჩატარება მოასწრო. ასეთ მოკლე დროში რაიმეს შეცვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ მატჩში იგივე დავინახე რაც წინა შემთხვევებში: ობამეიანგმა 2 გოლი გაიტანა და ჩვენ წაგებას გადავრჩით. არავინ იცის სად იქნებოდა "არსენალი" პიერ-ემერიკი რომ არ არსებობდეს. საინტერესოა რას გააკეთებს ფრედი უკვე "ბრაიტონთან" შეხვედრაში, რადგან "ნორვითან" მატჩით მისი შეფასება არასამართლიანი იქნება",-თქვა ფრანგმა ვეტერანმა. მე-15 ტურის შეხვედრა "არსენალსა" და "ბრაიტონს" შორის 6 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები