Belive

ანრი კარაგერს არ ეთანხმება | "სალაჰზე უკეთესი მინიმუმ 2 ფეხბურთელია"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო ანალიტიკოსი ჯეიმი კარაგერი ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე მსოფლიოს მოქმედი საუკეთესო ფეხბურთელის თავისეულ ვარიანტს ასახელებს. ყოფილი "ლივერპულელი" ამბობს, რომ მოჰამედ სალაჰს დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე (11 მატჩში 12 გოლი) აქვს იმის თქმის საშუალება, რომ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. კარაგერის მოსაზრებას ტიერი ანრი გამოეხმაურა. ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი აცხადებს, რომ ამ მომენტში სალაჰზე უკეთესი მინიმუმ 2 ფეხბურთელია. "ჯერ არა", - ასე უპასუხა ანრიმ CBS Sport-ის კითხვაზე, არის თუ არა სალაჰი საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში. "გოლები, რომლებსაც სალაჰი იტანს ნამდვილად დასაფასებელი და კარგია, თუმცა როდესაც საუკეთესოობაზეა საუბარი, როგორ შეიძლება დაივიწყო ლევანდოვსკი? ან ბენზემა?" "მე მიყვარს სალაჰი და მისი ფეხბურთი, თუმცა ის საუკეთესო არაა", - აცხადებს ტიერი ანრი. შეგახსენებთ, რომ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ პროდუქტიული მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები