Belive

ანრი: ,,რეალის ყველა ევროპულ გუნდს ეშინია, რეალს კი ბარსელონა აშინებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონასა'' და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ტიერი ანრი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგას წელს ,,ლივერპული'' მოიგებს:
,,რეალის ყველა ევროპულ გუნდს ეშინია, რეალს კი ბარსელონა აშინებს. თუმცა, პირადად მე მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპული გაიმარჯვებს. ისინი რეალზე ძლიერები არიან,'' - ანრის სიტყვებს Sport.es-ი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,ლივერპული” მადრიდის ,,რეალს” დაუპირისპირდება, შეხვედრა 28 მაისს, პარიზში, ,,სტად დე ფრანსზე'' გაიმართება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

სხვა სტატიები