Belive

ანრიმ ბრიუგესთან თამაში შეაფასა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და ამჟამად, "მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა, ტიერი ანრიმ, ჩემპიონთა ლიგის III ტურის მატჩი შეაფასა. "თამაშიდან გამომდინარე, ფრე კარგი შედეგი იყო. მეტოქე გუნდიდან კარგად ითამაშა მუსა სილამ, რომელმაც გოლოვინის დახმარებით გაგვიტანა. ამ თამაშისთვის კარგად ვემზადებოდით და მეტოქის ძლიერ მხარეებს ვსწავლობდით. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ, საბრძოლო შემართებას და გულშემატკივრის მხარდაჭერას ვგრძნობ. ასე რომ, ნელ-ნელა წინ მივიწევთ", - აღნიშნა ანრიმ. ტიერი ანრიმ "მონაკოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეონარდო ჟარდიმი ჩაანაცვლა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ ითამაშა, თუმცა ჯერჯერობით არცერთხელ არ მოუგია. ბრიუგე-მონაკოს (1:1) მიმოხილვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე იხილოთ.

სხვა სტატიები