Belive

ანსუ ფატი - 1941 წლის შემდეგ, ელ კლასიკოს ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრიმერა დივიზიონის მე-10, გადადებულ ტურში, "ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა. მატჩი ანგარიშით 0:0 დამთავრდა, რაც 2002 წლის შემდეგ, პირველად მოხდა. მატჩის 83-ე წუთზე, მოედანზე "ბარსელონას" შემტევი და ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული ანსუ ფატი შემოვიდა. წარმოშობით გვინეა-ბისაუელი ფეხბურთელი, 1941 წლის შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც "ელ კლასიკოში" მონაწილეობა მიიღო. მოედანზე შემოსვლისას, ანსუ ფატი 17 წლის და 48 დღის იყო. მან "ბლაუგრანელი" ვისენტე მარტინესის რეკორდის დამხობა ვერ შეძლო, რომელმაც ესპანეთის უმნიშვნელოვანეს მატჩში 16 წლისა და 278 დღის ასაკში მიიღო მონაწილეობა. მატჩის განმავლობაში, “ბლაუგრანას” მხრიდან შეტევის გამწვავებას, ძირითადად ლიონელ მესი ცდილობდა, თუმცა გოლის გატანა არგენტინელმა ამჯერად ვერ შეძლო. მას მხარი ვერც ლუის სუარესმა აუბა: ურუგვაელმა “რეალის” წინააღმდეგ ერთ-ერთი უსუსტესი მატჩი ჩაატარა და კურტუას კარში განსაკუთრებული ხიფათი არ შეუქმნია. რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა გარეთ ბეილს, თუმცა უელსელი  ტერ შტეგენის კარის აღებას უშედეგოდ ცდილობდა. “ბარსელონას” კარში გოლის გატანა ბეილმა სულ რამდენიმე წამით იზეიმა, თუმცა მატჩის არბიტრმა სამართლიანად დააფიქსირა, რომ საგოლე პასის გაკეთებამდე, ფერლან მენდი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანი “კამპ ნოუზე” კვლავ დაუმარცხებელია – ფრანგი სპეციალისტი “რეალის” მწვრთნელის რანგში მეხუთედ ჩავიდა. ზიდანის გუნდმა “ბარსელონას” დამარცხება 2-ჯერ შეძლო, 3-ჯერ კი ფრე ითამაშა.

იხილეთ მიმოხილვა: ბარსელონა 0:0 რეალი 

სხვა სტატიები