Belive

ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში შევიდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. კატალონიური გრანდის აკადემიის აღზრდილი მოთამაშის დებიუტი ეროვნულ გუნდში 3 სექტემბერს, გერმანიის წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა, სადაც მან 2 გოლი გაიტანა, თუმცა ორივე შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაშინ, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ნაკრების მაისური კარიერაში პირველად მატჩის 46-ე წუთზე მოირგო, როცა ის 17 წლის და 308 დღის იყო. ამაზე ახალგაზრდა მხოლოდ ერთი ანხელ სუბიეტა გახლდათ, რომელმაც ქვეყნის მთავარ გუნდში 17 წლის და 282 დღის ასაკში ითამაშა, ეს 1936 წელს მოხდა. ცოტა ხნით ადრე, ფატის თავს კიდევ ერთი საინტერესო სიახლე მოხდა, მისი აგენტი ხორხე მენდეში გახდა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს, ხამეს როდირგესის და დიეგო კოშტას ემსახურება.

სხვა სტატიები