Belive

ანსუ ფატი ტრავმირებულია - ბარსელონას რაიოსთან ფეხბურთელი გამოაკლდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" ოფიციალური განცხადების თანახმად, ანსუ ფატი ტრავმირებულია. 18 წლის ფეხბურთელი ლა ლიგის მომდევნო ტურში ვერ ითამაშებს. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა შემტევი მარჯვენა ფეხის მუხლის არეში ტკივილს გრძნობს, რის გამოც დღეს "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს. კატალონიური კლუბის სამედიცინო შტაბში განსაკუთრებულად ფრთხილობენ, რადგან ფატიმ წინა ტრავმის გამო, გასული სეზონის უდიდესი ნაწილი გამოტოვა. "ბარსელონაში" ვერ ამბობენ, რამდენ ხანს გაგრძელდება სარეაბილიტაციო პროცესი, თუმცა ანსუს დაზიანება სერიოზული არ არის.

სხვა სტატიები