Belive

ანსუ ფატი ტრავმირებულია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" შემტევი, ანსუ ფატი ტრავმირებულია. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას "ბარსელონას" პრეს-სასმახური ავრცელებს. კატალონიური გრანდის ახალ მეათე ნომერს, მარცხენა ფეხის ბარძაყის ბიცეფსის კუნთის დაზიანება დაუდგინდა. ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა დროის გამოტოვება მოუწევს 19 წლის ესპანელ ფეხბურთელს. ანსუ ფატის 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე სერიოზული ტრავმის გამო არ უთამაშია, 2021/22 წლების სეზონში კი რამდენიმე დაზიანების გამო საკმაო დრო გაუცდა. მან მონაწილეობა ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მიიღო და გოლის გატანაც მახერხა. ფატიმ 21 იანვარს, კოპა დელ რეის 1/8-ფინალში, ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ (2:3) მიიღო ტრავმა და მოედანი დამატებით ტაიმში დატოვა.

სხვა სტატიები