Belive

ანსუ ფატიმ ბარსელონასთან გაახანგძლივა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
17 წლის ტალანტმა, ანსუ ფატიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა. როგორც ცნობილია, გვინეა-ბისაუელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში 2022 წლამდე ითამაშებს. ფატის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონიდან 170 მილიონ ევრომდე გაიზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ანსუ პროფესიონალურ ხელშეკრულებას გააფორმებს, გუნდებს მის გამოსასყიდად 400 მილიონის გადახდა მოუწევს. 17 წლის ანსუ ფატი "ბარსელონაში" მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და მალევე მაყურებლის ინტერესი მიიპყრო. ესპანეთის ნაკრების მოთამაშის ანგარიშზე 2 გოლია.

სხვა სტატიები