Belive

ანსუ ფატის რეკორდი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

24 ოქტომბერს ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში "ნოუ კამპზე" ელ კლასიკო გაიმართა. შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით 1:3 დასრულდა. ელ კლასიკოში პირველი გოლი ფედე ვალვერდემ მე-5 წუთზე გაიტანა, ურუგვაელის გოლს სულ რაღაც 3 წუთში ანსუ ფატიმ უპასუხა და წონასწორობა მე-8 წუთზე აღადგინა. ანსუ ფატი 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ელ კლასიკოში გოლი გაუტანია. მან ეს 17 წლისა და 359 დღის ასაკაში მოახერხა.


 
ფატიმ ვინისიუსის შედეგი გააუმჯობესა - ბრაზილიელმა ელ კლასიკოში გოლის გატანა 19 წლისა 233 დღის ასაკში შეძლო. ახალგაზრდა ესპანელის უდიდესი პროგრესი სახეზეა, ის თამაშიდან თამაშამდე უმატებს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდაა, ამ სეზონში "ბარსელონას" ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ახალგაზრდა შემტევი ესპანეთის ნაკრების სრულფასოვანი წევრი გახლავთ, ასეთ ასაკში თამაშობდე ეროვნულ ნაკრებში ნამდვილად ბევრ რამეზე მეტყველებს. მე-7 ტურში განცდილი მარცხის შემდეგ "ბარსელონა" თავისთვის შეუფერებელ მე-12 ადგილს იკავებს. რაც შეეხება კატალონიელთა პრინციპულ მეტოქეს "მადრიდის რეალს", ელ კლასიკოში მოპოვებული 3 ქულის შემდეგ ლა ლიგის ცხრილის სათავეშია.    

სხვა სტატიები