Belive

ანტე რებიჩით ორი გრანდი ინტერესდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ანტე რებიჩი, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფრანკფურტის „აინტრახტს“ შეუერთდა, როგორც სრულყოფილი წევრი (გასული 2 წლის განმავლობაში იგი იჯარით იმყოფებოდა კლუბში). არსებული ხმების თანახმად ანტე რებიჩი ფრანკფურტში სეზონის ბოლომდე გაჩერდება, შემდეგ კი მისი სამომავლო გზა ორ ნაწილად იყოფა - „მანჩესტერ იუნაიტედი“ ან მიუნხენის "ბაიერნი“. 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, ანტე რებიჩის საკითხი ხშირი განხილვის საგანი გახლდათ, თუმცა ხორვატმა ფრანკფურტში დარჩენა აირჩია და ამ ყველაფრით საკმაოდ კმაყოფილიც გახლდათ. „არსად წასვლა არ მინდა, ფრანკფურტში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა რებიჩმა. შეგახსენებთ, ამჟამად რებიჩს და ფრანკფურტის „აინტრახტს“ 4 წლიანი კონტრაქტი აკავშირებთ.

სხვა სტატიები