Belive

ანტონი: ,,იუნაიტედის წარმატებაში ჩემი როლის შესრულებას მოუთმენლად ველი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ახალწვეულმა, ანტონიმ, ინგლისურ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა:

,,აიაქსში ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით თამაში ჩემი განვითარებისთვის იდეალური იყო. მისი საფეხბურთო და სამწვრთნელო სტილის დახმარებით საუკეთესო თვისებები გამოვავლინე. მან მანჩესტერში თავისი გეგმებისა და ამბიციების შესახებ მითხრა.

,,აიაქსში'' გატარებული პერიოდი ჩემთვის ფანტასტიკური იყო და იმ ნდობისთვის, რომელიც გუნდმა გამომიცხადა ყოველთვის მადლობელი ვიქნები. თუმცა, ახლა მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის და იუნაიტედის წარმატებაში ჩემი როლის შესრულებას მოუთმენად ველი,'' - განაცხადა ანტონიმ.

22 წლის ფეხბურთელმა ,,იუნაიტედთან” 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ანტონიმ რამდენიმე დღის წინ, ფაბრიციო რომანოსთან საუბრისას დაადასტურა, რომ ,,აიაქსიდან” წასვლა რამდენიმე თვეა გადაწყვეტილი ჰქონდა.

22 წლის ბრაზილიელმა გასულ სეზონში ამსტერდამული გუნდის მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები