Belive

ანტონიო კასანომ პოლ პოგბა გააკრიტიკა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რეალის, "მილანისა" და "ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა 38 წლის ანტონიო კასანომ "მანჩესტერ იუნაიტედში" არსებული სიტუაცია და გამორჩეულად პოლ პოგბა გააკრიტიკა. კასანოს აზრით "წითელი ეშმაკების" ფრანგი ნახევარმცველი ბუნებით ჩემპიონი არ არის და მას არ აქვს უნარი, დადებითი გავლენა იქონიოს მატჩის მიმდინარეობაზე და შეხვედრაში გუნდის სასრგებლოდ გარდატეხა შეიტანოს. საერთოდაც, კასანო მიიჩნევს, რომ პოგბა არ ღირს იმდენი, რამდენიც "იუნაიტედმა" მასში გადაიხადა. Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში კასანომ განაცხადა:
"პოგბა 120 მილიონი ევრო არ ღირდა. მას გაუმართლა, რომ მისი წარმომადგენელი მინო რაიოლაა. "იუნაიტედში" ვხედავ კარგ მოთამაშეებს, რომლებსაც ზედმეტს უხდიან. ჩემთვის კლუბის სტრატეგია გაუგებელია. როდესაც გუნდის სათავეში ფერგიუსონი იყო, ის ყველაფერს სწორად აკეთებდა. ფერგიუსონის მოღვაწეობის პერიოდში პოგბას "საპნის ოპერა" არასდროს შედგებოდა. პოლი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არამც და არამც ჩემპიონი, მას არ შეუძლია თამაშში გარდატეხის შეტანა".
პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედს" ტურინის "იუვენტუსიდან" 2016 წელს 106 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ეს სატრანსფერო რეკორდი იყო იმ მომენტისთვის. მას შემდეგ ფრანგმა სუპერვარსკვლავმა არაერთხელ სცადა "წითელი ეშმაკების" დატოვება, მისი თამაში კი ხშირად კრიტიკის საგანი ხდება.    

სხვა სტატიები