Belive

ანტონიო კონტე იტალიის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც "ინტერმა" "ნაპოლი" 3:1 დაამარცხა, კონტეს კარიერაში იტალიის ჩემპიონატის ეგიდით მოგებული მე-100 მატჩი გამოდგა. 100 გამარჯვებისთვის კონტეს 145 მატჩი დასჭირდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ასეთ მოკლედ დროში 100 მატჩი არცერთ სხვა მწვრთნელს არ მოუგია. რეკორდის წინა მფლობელი მაურიციო სარი გახლდათ, ვინც საწყისი 169 მატჩიდან 100 გამარჯვებით დაასრულა. "ნერაძური" 45 ქულით და ერთადერთი მარცხით ჩემპიონატს ლიდერობს.

სხვა სტატიები