Belive

ანტონიო კონტემ რეალის გაწვრთნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიელმა სპეციალისტმა მადრიდის "რეალის" გაწვრთნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. Sky Sports-ის მტკიცებით, ანტონიო კონტემ "რეალის" გაწვრთნაზე უარი განაცხადა. ხულენ ლოპეტეგის გათავისუფლების შემდეგ, "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნომერ პირველ კანდიდატურად სწორედ ანტონიო კონტე განიხილებოდა - თუმცა 42 წლის იტალიელმა სპეციალისტმა თანამდებობაზე უარი განაცხადა. ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ "რეალში" შექმნილი სიტუაცია და "სამეფო კლუბის" ამჟამინდელი პროექტი მის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონტეს სეზონის შუა ნაწილში მადრიდული გრანდის ჩაბარება არ სურს. შეგახსენებთ, ხულენ ლოპეტეგის გათავისუფლების შემდეგ, "რეალი" დროებით სანტიაგო სოლარიმ ჩაიბარა.

ასევე ნახეთ: ხულენ ლოპეტეგის ემოციური გამომშვიდობება.

სხვა სტატიები