Belive

ანტონიო კონტემ სასურველი კლუბი დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Sky Italia-ს ჟურნალისტმა, ჯოვანი გუარდალამ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, ანტონიო კონტეს "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს. კონტეს მომავალთან დაკავშირებით სპეკულაციები არ წყდება, უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტონიო კონტეს საკუთარ გუნდში ხილვა ფლორენტინო პერესს სურს. ნეგატიური შედეგიდან გამომდინარე, შესაძლოა ლოპეტეგის "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინონ - მის ალტერნატივად კი კონტე განიხილება. ჯოვანი გუარდალას მტკიცებით, "რეალის" ინტერესის მიუხედავად - კონტეს კვლავ პრემიერლიგაში დაბრუნება სურს, იტალიელი სპეციალისტის სასურველ გუნდად კი "მანჩესტერ იუნაიტედი" სახელდება.

სხვა სტატიები